ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. ადგილობრივთა თქმით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ორი - დედა და 1 წლამდე ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.