ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაზიანებული მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავს. გაზი ჰაერში იფრქვევა, თუმცა ირგვლივ ინტენსიური მოძრაობაა და ქვეითებთან ერთად ავტომობილებიც გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია და “სოკარის” წარმომადგენლები ავარიიდან დაახლოებით 6 წუთში მივიდნენ.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანება გზის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.









