ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
“კინოებში მინახია, ცხოვრებაშიც მინახია, ბავშვი რო ვიყავი პატარა, ავტობუსში რო ვინმე ხულიგანი ამოვა, დანა რო უჭირავს ხელში და ყველა რო ჩუმადაა, ეგეთი სიტუაცია შეიქმნა თეატრში, ფოიეში დიდი ხანი იყო პროვოკაციული შეკითხვები, თეას პასუხები, აქეთ-იქით. შემოვიდა ხალხი, ელოდება, გაიხსნა თეატრი და ამას ამოცანა აქვს, რო ეს არ უნდა შედგეს, იქ უკვე თეატრში გრძელდება საუბარი და მიკროფონის გამორთმევა. მე არ მაქვს ისეთი შეხედულება, რომ ჟურნალისტი თუ ცუდად იქცევა, მიკროფონი უნდა ჩამოართვა ან წაართვა, მაგრამ, რეალურად, რაც მოხდა, არის იმის ინდიკაცია, გამოხატულება, რა უბედურებაც ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს გარკვეული ადამიანების მიერ შექმნილი. თეა არ არის ის გოგო, რომელსაც არ ესმოდეს, რომ ამას შეიძლება რაღაც ჩივილი მოყვეს, იქ საერთაშორისო ჩართულობა, მაგრამ ხანდახან არი ეგეთებიც, თავგანწირვა არ მინდა დავარქვა, მაგრამ დაზაფრულ საზოგადოებას დაანახა, რომ ადამიანს დანა უნდა წაართვა” – თქვა გია ვოლსკიმ.