უკრაინის რუსული ეკლესიის არქიმანდრიტს ბრალი სემინარისტი ბიჭის გაუპატიურებაში წაუყენეს
უკრაინის რუსული ეკლესიის კიევის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გალობის მასწავლებლისა და სემინარიელთა გუნდის ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ რომანოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ბრალს უკრაინელი სემინარისტის (ყმაწვილის) გაუპატიურებაში სდებენ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ არქიმანდრიტი რომანოზი სემინატისტზე ძალადობის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
უკრაინის საგამოძიებო სამსახურმა რუსული
ეკლესიის არქიმანდრიტის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო (გაუპატიურება-ძალადობა და თვიმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა).
ფოტოზე: უკრაინის რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ონოფრე (ბერეზოვსკი) და ბრალდებული არქიმანდრიტი რომანოზი (პიდლუბნიაკი).