“მას შემდეგ, რაც ომი შევიგრძენი და ვუყურე ამ მებრძოლებს, მივხვდი, რომ რემბო სულელი პერსონაჟი ყოფილა. დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე, სევდიანი იყო ამ იარაღ-ასხმული ვაჟკაცების ყურება ბრძოლის წინ. დავრბოდი 44 ზომა ფეხსაცმლით ხელში და ვაზომებდი, იქნებ მოერგოს და ფეხი არ გაეყინოს-მეთქი, მაინც არ მოერგო… ნეტავ იცოდეთ როგორ შემიყვარდა ყოველი მათგანი და როგორი ემოციებით ვეგებები ყველას დილაობით. ასეთი სიყვარულით არასდროს მითქვამს სიტყვა “შეგერგოს”, რადგან მე ვნაყრდები ამ ხალხის ყურებით. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს.”-დომინიკ მანგო
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული ამავე სკოლის...









