ცოტა ხნის წინ სროლა იყო ვაკეში – სროლის დროს კაფეში უამრავი ხალხი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც მაგიდების ქვეშ ემალებოდნენ ბრმა ტყვიებს.
თვიოთმხილველების თქმით, თავდამსხმელს არც ნიღაბი ეკეთა და სროლის შემდეგ თავისუფლად დატოვა ტერიტორია.
ვისხედით კოფი-შოფში, გავიგონე სროლის ხმა ერთი, ორი, დავაწვინე ბავშვი იატაკზე, დავაწექი ზემოდან. მესამე, მეოთხე, მეხუთე სროლის ხმაც მახსოვს. ძაან შემეშინდა. ქვემოთ რომ ვიწექი, ახალგაზრდა ბიჭი დავინახე გარბოდა ძალიან სწრაფად, ნიღაბი არ ეკეთა. ძალიან ვინერვიულე”. – ამბობს თვითმხილველი.
ინფორმაციით დაჭრილია ერთი პიროვნება. მიმდერბარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.