“დავალიანებაზე საუბარი არ ყოფილა, მათ მოითხოვეს და ჩვენ გადავეცით ფინანსური დოკუმენტები” – ამის შესახებ ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგიაძე გერმანელ ინვესტორებთან, “ტორპედოს” შესახებ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ამ ეტაპზე შეხვედრები იყო გერმანული კლუბის წარმომადგენლებთან. ჩამოსულები იყვნენ და შეხვდნენ ქუთაისის მერის მოადგილეებს. გერმანელები დაინტერესებული არიან კლუბი „ტორპედო ქუთაისით“, კლუბის სტადიონით და საწვრთნელი ბაზით. ასევე, სურთ აიღონ ორი მოედანი, სადაც საფეხბურთო სკოლას და აკადემიას მოაწყობენ. რაც შეეხება დავალიანების თემას, ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი გერმანულ მხარესთან არ ყოფილა. მათ მოითხოვეს და ჩვენ გადავეცით ფინანსური დოკუმენტები, გაეცნობიან ამ დოკუმენტებს და გვეტყვიან თავიანთ პოზიციას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა გააგრძელოს არსებობა, თამაში. თუ სხვა ვინმეც დაინტერესებდა ქუთაისური გუნდით, ჩვენ ყველას შევხვდებით, განვიხილავთ მათ წინადადებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ინვესტორებისადმი არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია”-განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.
“ტორპედოს” საკითხით ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერები არიან დაინტერესებულები.
აღნიშნული ინფორმაცია გუნდის გულშემატკივართა კლუბმა “ჩვენ ვართ ტორპედომაც” გაავრცელა. აღნიშნულის თანახმად, გერმანულ მხარეს ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. “ტორპედოს” აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის “აინტრახტის” აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.