„მის სამყარო 2019“-ის სამხრეთ აფრიკელმა, 26 წლის ზოზიბინი ტუნზიმ მოიგო.
“დაე, თითოეულმა გოგონამ, ვინც ამ წამს შეესწრო, სამუდამოდ ირწმუნოს თავისი ოცნებების და დაე დაინახონ, როგორი აირეკლება მათი სახეები ჩემსაში.” – წერს ზოზიბინი ტუნზი თავის ინსტაგრამ გვერდზე.
https://www.instagram.com/p/B512-ToD3qK/?utm_source=ig_web_options_share_sheet
ზოზიბინი ტუნზი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში კონკურსის მესამე გამარჯვებულია, ის აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნის საფუძველზე მომხდარ ძალადობას.
დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულისთვის 90 ლამაზმანი იბრძოდა.
მეორე ადგილზე პუერტო-რიკოს წარმომადგენელი, 24 წლის მედისონ ანდერსონი, მესამეზე კი 25 წლის მექსიკელი, სოფია არაგონი გავიდა.