,,მოკლედ,
მინდა ინფორმაციის სახით გაავრცელოთ, გადააზიარეთ ვინც მეგობრებში მყავხართ. დადის მანქანა, (ამ ეტაპზე შემჩნეულია შავი ჯიპი) . გუშინ დაფიქსირდა ფაქტი , ბავშვ სთავაზობდნენ ტკბილეულს და სახლამდე მიყვანას. არის სხვა ფაქტებიც. იყავით ფრთხილად, გააფრთხილეთ ბავშვები, აუხსენით ! ამაზე საშინელი და ამაზრზენი რა შეიძლება იყოს. გთხოვთ გადააზიარეთ , რაც შეიძლება მეტ მშობელს მივაწვდინოთ ხმა!
სკოლებიდან მოითხოვონ პატრულირება სკოლის მთელ პერიმეტრზე , ხომ შეიძლება.
გაუფრთხილდით თქვენს შვილებს!!!
უფალი გფარავდეთ .❤ ეს პოსტი ჯგუფიდან ავიღე რადგან გაზიარება არ ჰქონდა ეს უკვე ზუგდიდში ხდება…” – წერს სოციალურ ქსელში თამო ახვლედიანი.
ცნობისთვის, მოზარდების სკოლის ტერიტორიებიდან მოტყუებით წაყვანის მცდელობის ფაქტები ქუთაისში ცოტა ხნის წინ გახმაურდა. ამავე პერიოდში შსს-მ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით ორი პირი დააკავა.