„ჰეკაბე“ – ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი თეატრალური დაჯილდოების „დურუჯი“ გამარჯვებულია. ტროას დედოფალი, დამარცხებული ქალი, რომელსაც სამართლიანობის სახელით შვილი უნდა მოუკლან, უსამართლობის მსხვერპლად და სხვისი შვილების მკვლელად იქცევა. ანტიკური ეპოქის პიესა, რომელიც თანამედროვეობის, იმავე პრობლემების მქონე გარემოში, რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა, გვიჩვენეს თუ როგორ იქცევიან ადამინები მონსტრებად, დამნაშავეებად და რამოდენაა სისტემის, სახელმწიფოს წილი ამაში.
ტელეკომპანია „მეგა ტვ“ საუკეთესო სპექტაკლის ჰეკაბეს როლის შემსრულებეს მსახიობ ინგა კაკიაშვილს ესაუბრა.
როგორც მსახიობი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს სპექტაკლი უნდა იყოს ხალხთან დიალოგი, “ჰეკაბე” კი სწორედ ის სპექტაკლია, რომელმაც თავისი სათქმელი მაყურებლამდე მიიტანა. რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა „ჰეკაბე“ ზაზა სარალიძესა და ყველა შვილმოკლულ მშობელს მიუძღვა. მან ინგა კაკიაშვილს გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოებაზე წასაკითხი წერილი გაუგზავნა, რომელიც მსახიობისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.
მსახიობი ამბობს რომ, მიუხედავადა სხვადასxა დაბრკოლებისა, რომელიც სპექტაკლს შეხვდა, მან აღიარება მოიპოვა. მისთვის კი „ჰეკაბე“გუნდურობის ყველაზე დიდი მაგალითია.
ლადო მესხიშილის სპექტაკლი ”ჰეკაბე”, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის 9 თებერვალს შედგა „დურუჯი 2019“-ზე სამ ნომინაციაში, საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” და საუკეთესო მუსიკა იყო წარდგენილი. საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის “ჰეკაბესთან” ერთად წარდგენილი იყო გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი “ანტიმედეა”. აღსანიშნავია რომ წლევალდელ დაჯილდოვებაზე ქალის როლის შესრულებისათვის ჯილდო ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობმა ენდი ძიძავამ მიიღო, ფოთის ტეატრის სპექტაკლისთვის “მარინა რევია”.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდის “ცისკარი” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც წელს მე-11-დ გაიმართა.