25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.წლევანდელი ღონისძიებების სლოგანია „გახადე სამყარო ნარინჯისფერი: თანასწორობის თაობა დგას გაუპატიურების წინააღმდეგ!“.
გაერო-ს ქალთა კეთილი ნების ელჩმა ნიკოლ კიდმანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ყველას მოუწოდებს, დადგეს ძალადობის და გაუპატიურების წინააღმდეგ. „როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მე ვიცი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი როლი უნდა ითამაშოს. 16-დღიანი კამპანია არის მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ერთად დადგეს. მე ყველას მოვუწოდებ შეუერთდეთ ამ კამპანიას და დადგეთ გაუპატიურების წინააღმდეგ. ამგვარად, თქვენ გახდებით ნაწილი იმ ბრძოლისა, რასაც ჰქვია ბრძოლა ქალთა მიმართებით ძალადობის წინააღმდეგ“,-განაცხადა ნიკოლ კიდმანმა.
გაერო ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ღონისძიებას გეგმავს.