საჰაერო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში – დაბომბილია ნავთობის საცავი და ქარხნები. რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს რუბეჟნოეში, ლისიჩანსკსა და სხა ქალაქებში. არის მსხვერპლი.
უკრაინული მედია თერნოპოლის რეგიონში სარაკეტო ცეცხლის გამო წყლის მოწამვლის შესახებ იუწყება.
ვრცელდება ინფორმაცია კიევის ოლქის ქალაქ ჰოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, თუმცა ცხედრების პოვნა ვერ ხერხდება.
ჩერნიგოვის ოლქში ავტომობილი აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე – მანქანაში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. უკრაინული მედია წერს, რომ მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები კი რეანიმაციაში გადაიყვანეს.
ბუჩაში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა ბრიტანეთის დაზვერვამ.










