„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო.
“ოცნების” ლიდერი ასევე ხაზს უსხვამ ბიძნა ივანიშვილის ქველომქმედებასაც და წერს, რომ მადლობას უხდის მას რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის
„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“ – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.