რამდენიმე კვირის წინ იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ასევე, „შევიმუშავეთ სტანდარტი, როგორ უნდა დაიცვან დისტანცია და როგორ უნდა დადგნენ ეკლესიაში ყოფნის დროს. ვცდილობთ, სოციალური დისტანციის დაცვას, იქნება ეს ეკლესია თუ მის გარეთ და ამას ბზობას, აღდგომასაც და სხვა დღესასწაულებზეც გავაკეთებთ“, – განაცხადა შალამბერიძემ „იმედის“ ეთერში.