გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხანიაში მოხდა. 50 წლის დამლაგებელი ქალი, რუმინეთიდან, 87 წლის მამაკაცის სახლში დამლაგებლად მუშაობდა. დამსაქმებელი მას ენდობოდა და სწორედ ამით ისარგებლა რუმინელმა.
ირკვევა, რომ ორშაბათ დღეს მოხუცი სახლში არ იმყოფებოდა, ქალმა შანსი გამოიყენა და სახლიდან 5.000 ევროს ღირებულების სამკაულები გაიტანა. როცა 87 წლის მამაკაცი უკან დაბრუნდა და დამლაგებელი სახლში არ დახვდა, იქაურობა შეათვალიერა და ნახა, რომ ძვირფასეულობა გამქრალი იყო.
მამაკაცმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას და ქალს რამდენიმე წუთში მიაკვლიეს, მოპარული ნივთები კი ჩანთაში აღმოუჩინეს.
მას ქურდობა ედება ბრალად, თუმცა, პოლიცია ამ დროისთვის იმასაც იძიებს, აქვს თუ არა გაქურდული სხვა სახლებიც, რომლებშიც მუშაობდა.
Georgians.gr