LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი

დაპოსტა 2026/02/18-ში
253
ნახვა
გაზიარება

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი დააკავა, აქედან 81 ადამიანი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართულია.

როგორც მინისტრმა გეკა გელაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს.

დღეს მინდა საზოგადოებას მოვახსენო კიდევ ერთი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ და აქვე, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს.

მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი! მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს.

ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. 

ნარკოდამნაშავეების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა.

გარდა ამისა, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – ნახევარ კილომდე “მეტამფეტამინი”.

ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით!

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
0
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
1
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
11
მთავარი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ....

დაწვრილებითDetails

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ

თებერვალი 18, 2026
3
მთავარი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

თებერვალი 18, 2026
96
მთავარი

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, უნიკალური ტბა დავკარგოთ – რა ხდება ბაზალეთზე

თებერვალი 18, 2026
113
მთავარი

„ბაზალეთი არის მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ეს უნიკალური ტბა საერთოდ დავკარგოთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაზალეთის ტბაზე...

დაწვრილებითDetails

ქოლცენტრების საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს

თებერვალი 18, 2026
10
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს

თებერვალი 18, 2026
71
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ...

დაწვრილებითDetails

2025 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა

თებერვალი 18, 2026
3
მთავარი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით 2024-2025 წლის საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეფასებას აქვეყნებს. კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა (5866-დან 5969-მდე)....

დაწვრილებითDetails

“ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”-კობახიძე

თებერვალი 18, 2026
10
მთავარი

ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».