ხათუნა ზახაშვილმა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობის მატება, ერთი კვირით ან მეტით ჩამორჩება ხოლმე ინფიცირების რიცხვის ზრდას.
„ამ დაავადებას ვერსად გავექცევით. დაავადების ბუნებრივი მახასიათებელია, რომ ვიღაცისთვის აღმოჩნდება მომაკვდინებელი და ზუსტად აი ამ სიკვდილისა და მძიმე შემთხვევების პრევენციისაკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული მოქალაქის ძალისხმევა, სწორედ ამ შემთხვევათა შემცირება უნდა იყოს ახლა მთავარი ჩვენი ქმედების სამიზნე“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.










