2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება:
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები – 18 159 ადამიანი;
კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში – 9 558 ადამიანი;
სიმსივნეები – 5 720 ადამიანი;
სასუნთქი სისტემის დაავადებები – 3 641 ადამიანი;
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი – 1 826 ადამიანი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები – 1 307 ადამიანი.