„ომიკრონით“ დაავადება, ძირითადად, 3-დღიანია, ჰოსპიტალიზაცია იშვიათად სჭირდება, ვაქ,ცინები ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით არ მოქმედებენ.
დაავადების კლინკური ნიშნები 3 დღის განმავლობაში გრძელდება, 3-დღიანი ავადობა ახასიათებს ძირითადად.
ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამით მთავრდება ყველაფერი. ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას.
78 000 შემთხვევის ანალიზით ხაზგასმულია, რომ დაავადება არის ხანმოკლე, 3-დღიანი, ძალიან იშვიათად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი „ომიკრონის“ შემთხვევაში 20 %-ით მაღალია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო. მაგრამ კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში, მსუბუქია. რეინფიცირების რისკი 3 -ჯერ მეტია ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში.
ვაქ,ცინები ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით არ მოქმედებენ, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზციისგან დაცვის თვალსაზრისით მოქმედებენ.
ივანე ჩხაიძე.