დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე წერს და კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს. მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციამ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით” – ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი.
საქართველოში ბოლო მონაცემებით 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 36.9% სრულად აცრილი.
ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
დედას, მამას ან ბებია-ბაბუას მიაწოდე სწორი ინფორმაცია და გაამხნევე ვაქცინაციის პროცესში. დაიცავი და აიცერი!
კვლევის შესახებ გაიგე მეტი ჩვენი ვებ გვერდიდან“, – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.










