ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, დაკავშირებით, რომლის საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
“პფაიზერის ბუსტერ დოზით ადმინისტრირება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
ათვლა მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან იწყება. ე.წ ბუსტერ დოზად მოქალაქემ შესაძლებელია იგივე ან სხვა ვაქცინა გამოიყენოს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი შუალედით არის შესაძლებელი.
12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო პფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.










