სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, შეიძლება, წითელა ბატონებით ინფიცირების რიცხვი გაიზარდოს, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მშობლებს შვილების დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა სტატისტიკა იკლებს, თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ის შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. თავის დაცვის ერთადერთი საშუალება კი ვაქცინაციაა.
სასწავლო წელი მომავალი კვირიდან იწყება და შევახსენოთ მშობლებს აცრების კალენდარი. ჩვენი კალენდრით ბავშვი ორჯერ უნდა აიცრას. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი ქვეყნის მასშტაბით 15 ოქტომბრიდან დაიწყება.