კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე იმყოფებოდა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ახტაჯანა უწოდა.
წულუკიანმა თეატრის რეაბილიტაციისთვის მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით მადლობის გადახდისკენ ჟურნალისტს ემა გოგოხიასაც მოუწოდა.
“მოგესალმებით, მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ვარ ეთერში “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარაა ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი”,- თქვა მან.
ამის შემდეგ ემა გოგოხიამ წულუკიანს ჰკითხა, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანა იყო თუ არა ძალადობა.
“ემა, ახლა რომ დაგსჯიან ხომ იცი, ესე იგი, ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი, ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ… ქართუ ფონდმა დააფინანსა… დაუკარით ტაში ემას, ემას ტაში დაუკარით, ემას. ნახვამდის”, – თქვა თეა წულუკიანმა.
ამის შემდეგ გადამღებ ჯგუფს დაცვამ მოუწოდა დარბაზიდან გასულიყო, ემა გოგოხიამ მიკროფონის დაბრუნება ითხოვა, რაზეც წულუკიანმა უარით უპასიხა.
“წადი კაცო წადი, უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას” – მიაძახა წულუკიანმა ჟურნალისტს.
მომხდარის შემდეგ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს და ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას “მთავარი არხის” მიკროფონით უნდა აცნობოს.