“ეს სამი არარაობა არაა აქ მთავარი, აქ მთავარია, რა ძალები დგანან მათ უკან”, – ასე აფასებს, ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე განხორციელებულ თავდასხმას “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში”.
როგორც სანაია ამბობს, გუშინდელმა თავდასხმამ აჩვენა “თუ როგორ ფორთხავს სახელმწიფო ამ არარაობების წინაშე”.
“ეს სამი არარაობა არაა აქ მთავარი, აქ მთავარია, რა ძალები დგანან მათ უკან. რის უფლებას აძლევენ. მე დავრჩი შეურაცხყოფილი გუშინ, როდესაც პოლიცია არაფრად მიაჩნდა ადამიანს და რიგით პოლიციელებს, რომლებსაც ძალიან ღირსეულად ეჭირათ იქ თავი, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი იყვენენ თავის სივრცეში და პოლიცია შევიდა იქ. ეს იყო დემონსტრირება იმის, თუ როგორ ფორთხავს სახელმწიფო ამ არარაობების წინაშე”, – თქვა სანაიამ.
სანაიამ, ასევე ერთ-ერთი თავდამსხმელის, ვაჟა გიგაურის, მამიდის, რომელიც, მოჭიდავე, გეგა გეგეშიძის დედაა, მიერ გაკეთებულ კომენტარსაც უპასუხა და თქვა, რომ მათგან მსგავსი განცხადებები არ უკვის:
“რაც შეეხება, გეგა გეგეშიძის დედას, რომლის კომენტარიც მე მოვისმინე და ზღაპრებს ყვებოდა ეს ქალბატონი. სხვათაშორის, მე ვიცნობ, ერთხელ მე და თამუნა მაღაზიაში შევედით და იქ გვიმტკიცებდა, როგორ არაფერ შუაში იყო მისი შვილი, იმ ამბაზე, როდესაც სცემა მოჭიდავეს. ამის მერე არაფერი არ მიკვირს და ამ ქალბატონმა ზუსტად იგივე თქვა დღეს ჩემთან დაკავშირებით”, – ამბობს ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.










