LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

19 პირის მიმართ ჯუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

დაპოსტა 2025/12/11-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებულ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებში დაკავებული 19 პირის მიმართ, ხელოვნურად შექმნილი ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ივანიშვილისვე მორჩილი სასამართლოს წინაშეც კი ვერ შეძლო, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეების შეფასებაშია აღნიშნულიი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ამ საქმეებში ყველა სახელმწიფო ორგანო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო შეთანხმებულად, წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებდა, რათა შეესრულებინათ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა მშვიდობიანი, პროევროპული პროტესტის მონაწილეების სამაგალითოდ დასასჯელად“.

„2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებულ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებში ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის, აგრეთვე, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ ხელოვნურად შექმნილი ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ივანიშვილისვე მორჩილი სასამართლოს წინაშეც კი ვერ შეძლო. როგორც არ ეცადნენ პროკურორები ათეულობით დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისა და ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებისთვის მიყენებული ზიანის პროევროპული მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისათვის დაბრალებას, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ ფართომასშტაბიან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომაც კი ვერ დაინახა რაიმე, თუნდაც იოტისოდენა მიზეზობრივი კავშირი მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებასა და ზიანს შორის, რომელზეც ჩიოდნენ სასამართლოში მიყვანილი პოლიციელები და ბრალდების სხვა მოწმეები. თუმცა, სასამართლოებმა დემონსტრანტებისთვის უსაფუძვლოდ დაბრალებული ქმედების ჯგუფურ ძალადობად კვალიფიკაციაზე უარი კი თქვეს, მაგრამ ბრალდებულები დამნაშავედ მაინც სცნეს, ოღონდ ისეთი „ჯგუფური მოქმედების“ ორგანიზების ან მასში აქტიური მონაწილეობის გამო, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან“. შესაბამისად, რეჟიმის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული მომავლის საბოტაჟის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის მეტწილად სრულიად ახალგაზრდა მონაწილეები 6-დან 9 წლამდე ან 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას კი გადაურჩნენ, მაგრამ შეცვლილი კვალიფიკაციით სამი მათგანი 2.5 წლით, ხოლო დანარჩენები 2 წლით მაინც იქნენ საპატიმრო დაწესებულებაში გამომწყვდეული.

დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ როგორც სამოქალაქო პროტესტის სხვა მონაწილეთა საქმეებში, ამ შემთხვევაშიც მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. აღსრულდა მხოლოდ რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის მიზანი იყო პროტესტის მონაწილეების საპატიმრო სასჯელით დასჯა ნებისმიერი გამოგონილი საფუძვლით, რომელიც მორჩილმა სასამართლომ შეასრულა მოსამართლეებმა მჭედლიშვილმა და გალუსტაშვილმა, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენები გამოუტანეს პროტესტის მონაწილეებს, თავი წარმოაჩინეს არა როგორც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა, რომლებიც მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს უნდა ემორჩილებოდნენ, არამედ როგორც პარტიულ-პოლიტიკურმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ივანიშვილის “ქართული ოცნების” ნება აღასრულეს, რითაც ძირი გამოუთხარეს კანონის უზენაესობის პრინციპს.

ამრიგად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სამოქალაქო პროტესტების ორ საქმეზე ზვიად ცეცხლაძე, ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული; თუმცა პროკურატურამ სასამართლოს წინაშეც ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. სასამართლოებმა ვერ დაადგინეს მიზეზობრივი კავშირი პროტესტის მონაწილეების ქმედებებსა და პოლიციელების ჯანმრთელობისთვის ან სახელმწიფო ქონებისთვის მიყენებულ ზიანს შორის. სასამართლომ ბრალდებულებისთვის თავდაპირველად წარდგენილი ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია შეცვალა და ბრალდებულებს მსჯავრი დასდო სსკ-ის 226-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ჯგუფური მოქმედებისთვის“, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან“. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის ეტაპზე თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლა წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილ „სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან“, რადგან ბრალდებულებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, თავი დაეცათ შეცვლილი ბრალდების მიმართ.

სასამართლო განაჩენები დაუსაბუთებელი იყო, რადგან ისინი საეჭვო, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. სასამართლო დაეყრდნო თვითონ შსს-ს თანამშრომლების მიერ კანონის გვერდის ავლით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევდა.

სსკ-ის 226-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს „ჯგუფურ მოქმედებას“. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჯგუფური მოქმედების დასამტკიცებლად საჭიროა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მონაწილეთა წინასწარ შეთანხმებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებას. ასეთი მტკიცებულებები მოცემულ საქმეებში არ არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა.

ამ საქმეში ყველა სახელმწიფო ორგანო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო შეთანხმებულად, წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებდა, რათა შეესრულებინათ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა მშვიდობიანი, პროევროპული პროტესტის მონაწილეების სამაგალითოდ დასასჯელად. ამაში მათ მხარს უბამდა პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიაც.

მთლიანობაში, სასამართლო განაჩენები უკანონო, დაუსაბუთებელი, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც სამოქალაქო პროტესტის სხვა მონაწილეთა საქმეებში, ამ შემთხვევაშიც მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. აღსრულდა მხოლოდ რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის მიზანი იყო პროტესტის მონაწილეების საპატიმრო სასჯელით დასჯა ნებისმიერი გამოგონილი საფუძვლით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ხატაეთის ქ. N60-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 დან 3...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – განცხადება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე. დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი,...

დაწვრილებითDetails

“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა გარდაცვლილი 30 წლის გიორგი გოგიშვილია, რომელიც წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: " გიო.ჩემო წერტილა. რა მოგივიდა ჩემო კარგო ბიჭო.რა მოხდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი- რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

"გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

“სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას”- მთავრობა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"