შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა. ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვებაგა დაწყდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს.