“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა პოლიციისგანყოფილებაში გადაიყვანეს “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძეც.