LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა”- რუსთავში კაცი მოკლეს

დაპოსტა 2026/02/20-ში
182
ნახვა
გაზიარება

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ეზოში არსებულ ფანჩატურში ფიზიკური დაპირისპირება 10-მდე ახალგაზრდა კაცს შორის სუფრიდან დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა 35 წლის კაცს დანით ჭრილობები მიაყენა.

 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა როგორც სამედიცინო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ ჭელიძემ განგვიცხადა, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

“პაციენტს გულ-მკერდის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა. შემოყვანისას იყო უმძიმედ მდგომარეობაში და დაინტუბირდა. ავიყვანეთ საინფორმაციო ბლოკში. დაზიანებული იყო ფილტვი და გულის მარჯვენა ნაწილის დაზიანება აღენიშნებოდა. ჩარევამდე მოხდა გულის გაჩერება, იმ მომენტშივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო ეს ტრავმები”,- გვითხრა ჭელიძემ.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. მათი ცნობით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია

თებერვალი 20, 2026
0
მთავარი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

თებერვალი 20, 2026
0
@?FFKM.3
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე...

დაწვრილებითDetails

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

თებერვალი 20, 2026
27
მთავარი

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 20, 2026
14
მთავარი

სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა. კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა...

დაწვრილებითDetails

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავა

თებერვალი 20, 2026
374
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული ამავე სკოლის...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თებერვალი 20, 2026
18
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 2005 წელს დაბადებული ა.ი., 1995 წელს დაბადებული ა.ე. და 1993...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

თებერვალი 20, 2026
217
მთავარი

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სოციალური მომსახურების სააგენტო" იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.   მიხეილ სარჯველაძის თქმით, უწყების მიზანია, რომ ბაზაში...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 20, 2026
13
მთავარი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავა.   სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

პირი ნაცნობს მანქანით განზრახ დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

თებერვალი 20, 2026
164
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შსს...

დაწვრილებითDetails

20 თებერვლის ამინდის პროგნოზი

თებერვალი 20, 2026
38
ამინდი

20 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონში დათბება   ყველაზე მაღალი ტემპერატურა +19 გრადუსი მოსალოდნელია ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება გუდაურში დაფიქსირდება.   რაც შეეხება ამინდს ქალაქების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».