ნიუ-იურკში მოღვაწე ქართველ მხატვრას გულნარა წიკლაურს ხვალ საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ავრცელებს:
“გულნარა წიკლაურის ცხედარს ხვალ, 17 იანვარს, პარასკევს, 17:00 საათზე, დაასვენებენ ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოს სამების ეკლესიაში.
დაკრძალვა შაბათს, 18 იანვარს, 14:00 საათზე, ამავე სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
გულნარა წიკლაურს ნიუ-იორკიდან თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. მხატვარი ნიუ-იორკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
“აღარ დადგა მისი “ხვალ”, აღარ გამოჩნდა მისი “შინ” – ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გარდაიცვალა