მსახიობი გულიდა სანოძე გულიადა სანოძის 75 წლის გახდა.
მისალოც წერილს ხონის კულტურის ცენტრი აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ხონში თეატრი ყოველთვის იყო, არის და იქნება იმ სიმაღლეზე, სადაც განხორციელებული სპექტაკლებითა და ლიტერატურულ/თეატრალიზებული საღამოებით არა მხოლოდ სცენა ნათდება, არამედ ადამიანთა გულებიც.
სწორედ ასეთ სივრცეში ათწლეულების მანძილზე თავის სიტყვას ამბობს ქალბატონი გულიადა სანოძე — მსახიობი, რომლის ცხოვრება სცენაზე დაწყებულა და თავისი საყვარელი თეატრის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია.
2025 წლის 30 ივლისს ქალბატონი გულიადა სანოძე 75 წლის გახდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს თარიღი არ არის მხოლოდ მისი დაბადების დღე — ეს არის ხარკი გულიადას მრავალფეროვანი ცხოვრებისა, რომელიც დაუღალავი ერთგულებით მიუძღვნა ოჯახს, არაჩვეულებრივ შვილებს, ჩვენს თეატრს, ხელოვნებას და ხონელი მაყურებლის გულს.
ქალბატონო გულიადა,
თქვენ ხართ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული და პატივსაცემი სახე — მსახიობი, რომლის მიერ შესრულებული როლები მაყურებლის გულში რჩება, რჩებოდა და არ ქრებოდა წლების განმავლობაში…
თქვენით ამაყობს ხონის კულტურული საზოგადოება, თეატრალური დასი და თაობები, ვინც თქვენს გვერდით იზრდებოდა და იზრდება.
და დღეს, ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გულწრფელად გეუბნებით: მადლობა, რომ არსებობთ!
გილოცავთ!..
გილოცავთ 75 წლის იუბილეს — სიყვარულით, ღრმა პატივისცემით და დაუვიწყარი მადლიერებით!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხალისს, შემოქმედებით სიმდიდრეს და ბევრ როლს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში!
მადლობა, რომ კვლავაც თამაშობთ! 🌸 განაგრძეთ!
თეატრს თქვენი ენერგია სჭირდება” – მინერი ონიანი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრი.