28 თებერვლიდან საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება გზის მონაკვეთი გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე. მითითებულ ტერიტორიაზე დროებით აიკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა.
გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.
86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...










