„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში გავრცელებული მძიმე გრიპის შესახებ ისაუბრა.
„გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე ცნობით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.