LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
270
ნახვა
გაზიარება

გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში

დაბადების თარიღი:  1958 წლის 19 ივლისს, თბილისში

განათლება:

1981 წელს მან წარმატებით დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი

 

სამუშაო გამოცდილება: 

1981-1988წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში;

1988-1990წწ. – დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი;

1990-2008წწ. დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: “Georgia Arts Management” და “Gregory Vashadze and BR”;

2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; იმავე წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი;

2008-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

2018 წლის ივლისში, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე, საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.

გრიგოლ ვაშაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

 

 

ქუთაისი – საქართველოს პოლიტიკური ცენტრი

 

მივიღებთ ქუთაისის სამთავრობო ქალაქის განმსაზღვრელ კანონს. ქუთაისში უნდა განთავსდეს:

  • საქართველოს პარლამენტი;
  • მთავრობის, სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების ოფისები;

და მათი აპარატები მთლიანად უნდა დაკომპლექტდეს ქუთაისის მაცხოვრებლებით. შედეგად – შეიქმნება 5 ათასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი და ოჯახებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.

ამავე კანონით ქუთაისის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 1000 ლარის ოდენობით და იყოს არანაკლებ 150 მლიონი ლარისა.

პარტნიორ სახელმწიფოებთან ვიმუშავებთ, რომ ქუთაისში   გაიხსნას მათი საკონსულოები.

 

ქუთაისი – ტურისტული ცენტრი

 

ქუთაისი გადაიქცევა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ერთ–

ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად.

  • ქუთაისში შევქმნით ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარებისთვის გადასახადისგან თავისუფალ ტურისტულ ზონებს;
  • ინვესტორებს საკუთრებაში გადავცემთ სახელმწიფოს საჯუთრებაში არსებულ მიწას ტურისტული ობიექტების და სამუშაო ადგილების შესაქმნელად;
  • ქუთაისის აეროპორტში იაფფასიანი ფრენები, მინიმუმ, გავაორმაგებთ, რაც ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის;
  • 2021 წლის ტურისტული სეზონისთვის ყველა ტურისტული ობიექტი მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს;
  • ვიმუშავებთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე ქართული ავიაკომპანია შეიქმნას, რომელიც იაფფასიან რეისებს განახორციელებს;
  • ქუთაისში, როგორც ტრადიციული ქართული კულინარიის ცენტრში – ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საფუძველს ჩავუყრით ღვინისა და კულინარიულ ფესტივალებს.

 

შედეგად – შეიქმნება 10 ათასამდე სამუშაო ადგილი. ქალაქში დამატებებით ფინანსური რესურსი შემოვა, და ოჯახების შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ქუთაისი – მსუბუქი მრეწველობის და მედიცინის ცენტრი

 

ქუთაისში ავაღორძინებთ სამკერვალო საწარმოების და აბრეშუმის წარმოებას; ამისათვის შევქმნით თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რის შედეგადაც ქუთაისის ერთ-ერთი ტრადიციული დარგი გაცოცხლდება. მაღალი ხარისხის, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია საქართველოს და ქუთაისის კიდევ ერთ საექსპორტო საგნად იქცევა. შექმნება 2 ათასამდე  მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი.

ქუთაისში გავხსნით საუნივერსტეტო სამედიცინო კლინიკას.

 

ქუთაისი – საქართველოს კულტურული და სპორტული ცენტრი

 

აღვადგენთ ქუთაისის კულტურულ და სპორტულ  ტრადიციებს

  • ქუთაისის გ. ალექსი-მესხიშვილისა და ოპერის თეატრების სრული რეაბილიტაცია მოგვცემს საშუალებას საფუძველი ჩაეყაროს საერთაშორისო თეატრალურ და მუსიკალურ ფესტივალებს;
  • განვახორციელებთ მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციას;
  • ხელოვნების და სპორტული სასწავლებლების მასწავლებლებს და მწვრთნელებს მიენიჭებათ პედაგოგის სტატუსი;
  • ქუთაისი ქართული ფეხბურთის და რაგბის ცენტრი – შევქმნით ორ მსოფლიო დონის აკადემიას , იმისთვის, რომ მოვამზადოთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები და რაგბისტები.

 

 

 

გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები
კანდიდატები

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე 4 პირია დარეგისტრირებული. ესენი არიან: იოსებ ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიცია ანდრო ლოსაბერიძე - პოლიტიკური პლატფორმა...

დაწვრილებითDetails

გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

გიორგი გოგუაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი - პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი დაბადების თარიღი:  07/04/1993 სამუშაო გამოცდილება: ●  2019-დღემდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები ●  2020- დღემდე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი...

დაწვრილებითDetails

ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქუთაისი დაიბადა: 1977 წლის 20 იანვრას თბილისში განათლება: 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით სამუშაო გამოცდილება: 1999 წლიდან იგი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების  შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
კანდიდატები

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსხლებასთან შეხვედრებს აგრძელებს ამჯერად მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულ და კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალქეებს შეხვდა. ზაზა ლომინაძის განცხადებით ახლა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
კანდიდატები

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის,...

დაწვრილებითDetails

სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

სოფიო იმედაძე - „მწვანეთა პარტიის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 01. 01. 1976 მისამართი: ქუთაისი, გოგებაშვილის ქუჩა N 29 ტელ: (0431) 25 03 15; 599-51 00 71. ელ:...

დაწვრილებითDetails

დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

დიმიტრი ხმალაძე - "პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში დაიბადა: 29.11.1989 წ. ქალაქ მოსკოვში. 1990 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში სადაც სწავლობდა ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლაში....

დაწვრილებითDetails

თორნიკე მარჯანიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

თორნიკე მარჯანიშვილი - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაიბადა 1960 წლის 11 ივლისს, ძირძველი ქუთაისელების რამაზ და ევგენია მარჯანიშვილების ოჯახში. ქუთაისის 23 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მიიღო...

დაწვრილებითDetails

ნათელა ჯიმშელეიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

ნათელა ჯიმშელეიშვილი - პოლიტიკური გაერთიანების ” ქართული ფესვები” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 1980 წლის 23 სექტემბერი, ტყიბული   განათლება:  1987-1996 წწ.   ქ. ქუთაისის 25 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 1997-1999 წწ. ...

დაწვრილებითDetails

იოსებ კენჭაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

იოსებ კენჭაძე - ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 აპრილ დღეს მე გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი, სოციალური თუ პიროვნული გამოცდილება ხალხის სამსახურს დავუკავშირო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"