გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ნაწილით დაიწყო.










