გორში ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. სტიქია 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მაინც შეძლო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მოტყდა რამდენიმე ხე.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.
“შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე უკვე სწავლობენ ვითარებას, სპეციალური კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უმოკლეს დროში დაიწყება დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და აღდგენის სამუშაოები”, – განაცხადა გორის მერმა.










