პოლიციამ გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული კაცის შვილიშვილი ბაბუასთან ხშირად მიდიოდა, თუმცა კონფლიქტი აქამდე არასდროს გაუგიათ. მოტივზე საუბარი უჭირთ.
ასევე ამბობენ, რომ კაცი ნაცემია. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.