გორის მერი საკუთარ თავს ხელფასს უზრდის |ხინჩეგაშვილის ანაზღაურება ახალი წლიდან 6 655 ლარი იქნება. იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც, დავით რაზმაძის თვიური სარგო 6 123 ლარით განისაზღვრება. სახელფასო მატება შეეხება მაღალჩინოსნების მოადგილეებს და ასევე სამსახურების ხელმძღვანელებს.
გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურების ზრდა მერიის მიერ მომზადებული 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული, რომელსაც დეპუტატები დღეს უყრიან კენჭს. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს.










