LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…

დაპოსტა 2021/05/05-ში
A A
73
ნახვა
გაზიარება

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს.

სახელად, შოთა. ეს კაცი მარტოხელაა . არავინ იცის სახლში როდის ათევს ღამეს, ან ათევს თუ არა. სულ დადის, მის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. დადის ზამთარში და ზაფხულში, დარში და ავდარში. არ ეშინია სიცივის და სიცხის.
ძალიან გულკეთილია შოთა.  არავისთვის არაფერი ენანება. სანდო კაცია ძალიან და თან , დაუზარელი. ნებისმიერ რამეს ანდობს კაცი. ნებისმიერი რამე გაატანე, თუნდაც ფული, და უთხარი: ამ ფულით ესა და ეს მომიტანეო და დაუყოვნებლივ მოიტანს!
შოთა ძალიან თბილია და ყურადღებიანი. ერთხელ მაღაზიიდან მოვდიოდი და მივესალმე, ძალიან გაუხარდა.  ხომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, მაგრამ ეს მისალმებაც ისე გაუხარდა, რომ თვალები გაუნათდა და მასთან მიმიხმო. ქურთუკიდან “coca cola” ამოიღო და მომაწოდა. არ ვართმევდი ,მაგრამ მთელი გულით უნდოდა ამეღო. კმაყოფილი დარჩა, რომ გამახარა.
ეს ადამიანი სულ დადის, როგორც ავღნიშნე, წარმოუდგენელია გორდში მოხვდე და ერთხელ მაინც არ შეგხვდეს. ხალხი საკვებს აძლევს. გახარებული ამ საკვებს სამად ყოფს. ორი წილი- ერთგული მეგობრებისთვის, რომლებიც მუდამ მის გვერდით არიან და ერთი- მისთვის. თავადაც ისე უხარია, როცა ვინმეს ეხმარება, რომ მის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. იმდენად ალალი და გულწრფელია მისი საქციელი, ზოგჯერ მგონია , რომ ალბათ, გორდში მისნაირი არავინ არ არის.

გამარჯობა ბაბუო-ისე ალალად და გულკეთილად დაგიძახებს ხოლმე,  გული გაგითბება. ხალხი იხსენებს, თუ რა კარგი მოსწავლე და  მონდომებული სტუდენტი იყო. ძალიან ჰყვარებია სწავლა და კითხვა.  ეტყობა კიდეც განათლებული, რომ ყოფილა, ზოგჯერ ხმამაღლა საკუთარ თავს, თუ წარმოსახვაში საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მაგრამ ახლა ასეა. არ იციან რა მოხდა. ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია. იმასაც ამბობენ, რომ შოთა ღირსეული ოჯახის შვილია. მაგრამ მას არ სურს თბილისში დედმამიშვილებთან ცხოვრება. გორდი უყვარს, ეს მთები, გზები, ხეობები, ოთხფეხა მეგობრები და ხალხი-მისთვის მშობლიური და ძვირფასი.

პატარა როცა ვიყავი სულ მეშინოდა ამ კაცის. წარმოიდგინეთ, მუდამ დიდი წვერებით  იყო, თავზე დიდი მოსაცმელი ეფარა და ბავშვს შეშინებისთვის მეტი მიზეზი აღარც უნდოდა. ახლა, როცა ვუყურებ ვხვდები რა სულგრძელი და პატივსაცემი ადამიანი ყოფილა.

ბედმა თუ უბედობამ იგი ჩვენი სოფლის განუყოფელ ნაწილად აქცია,  და გორდი შოთას გარეშე, თოთქოს, აღარც წარმოგვიდგენია <3
მან, ხომ ასე, უერთგულა სოფელს !

 

მოქალაქე ჟურნამისტი

  თათია კვაბზირიძე megatv.ge-სათვის
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები- ბუბა ჩივაძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება
მთავარი

ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისი მერმა წინასწარ იცოდა, რა საკითხთან დაკავშირებით მიდიოდა ჟურნალისტი მასთან. როგორც ჩივაძე განმარტავს, მასალა მზადდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ...

დაწვრილებითDetails

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
მთავარი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები. ორგანიზაცია, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით....

დაწვრილებითDetails

,,სალამი აფხაზეთიდან…”

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,სალამი აფხაზეთიდან…”
მოქალაქე ჟურნალისტი

,,სალამი აფხაზეთიდან... იმ აფხაზეთიდან, 25 წელია სახელის მეტი, რომ არაფერი შემორჩენია. ბევრს ახსოვს როგორი იყო ადრე. გამორჩეულად ლამაზი იყო მაშინ. არსად ისეთი ლურჯი არ ყოფილა ზღვა, როგორც ჩვენთან. ხალხიც სხვანაირი...

დაწვრილებითDetails

,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე
მოქალაქე ჟურნალისტი

რა კარგია, როცა ზაფხული დგება! სკოლას ვამთავრებთ, დაღლილები ვართ მთელი წელი დატვირთული გრაფიკისგან. ძალიან გვიხარიასკოლისდამთავრება და ბოლო დღეს წიგნების ჩაბარების შემდეგ ვზეიმობთ ამ ამბავს. იწყება ზაფხულის არდადეგები. გრძელი დღეები და...

დაწვრილებითDetails

გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!
მოქალაქე ჟურნალისტი

ახლა, როცა ვწერ, ჩემთვის, სიბნელეში ვზივარ და მთვარის შუქით არეკლილ სივრცეს გავყურებ. იქ, სადღაც, ჰორიზონტის ბოლოს, ვარსკვლავი მოსწყდა და მეც სურვილი ჩავიფიქრე... მეზობლად ერთი დიდი ჟრიამული ისმის და მიხარია, ხოლმე....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"