გორთან, სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა. ავტობანზე ერთმანეთს – სატვირთო მანქანა, „მერსედესის“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.
,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ექსპერტები მუშაობენ.