გომთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს.როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან ნინო შუკაკიძე და მისი ქალიშვილი ანასტასია ნათენაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კლინიკა “გორმედის” ხაშურის ფილიალში შეყვანისას დაიღუპნენ. ამ დრომდე, მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა.