საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.