მამა-შვილი, რომელიც 8 წლის ბავშვზე სისტემატიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, დაზარალებული ოჯახის ნათესავები არიან. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გოგონას ოჯახის ახლობელი საუბრობს
„გაუგონარი ფაქტი ხდებოდა ჩვენთან სოფელში და ჩვენ თურმე ახლა ვიგებთ, სოფლის იმ უბანში, სადაც ეს შემზარავი ფაქტი წლების განმავლობაში ხდებოდა, ყველა ერთმანეთის ნათესავია. დაზარალებული გოგონას ოჯახი კი იმ მოძალადე მამა-შვილის გვერდით ცხოვრობს. ორივე ოჯახში კი 4 შვილი იზრდება და ბუნებრივია ბავშვები ერთმანეთთან გადადიოდნენ სათამაშოდ.
ეს დაზარალებული გოგონა კი, როგორც აღმოჩნდა წლები მამა-შვილის მსხვერპლი იყო. როგორც მამიდა ინგა ხ. მოგვიყვა, ბოლოს ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გასკდა, როდესაც ბავშვი მოძალადე მეზობლებთან ვალერიანის წვეთებზე გაუშვა. მამიდის თქმით, გოგონამ მას საშინელი ამბავი მოუყვა, თუ როგორ შეათრია მოძალადე კაცის 36 წლის შვილმა ოთახში და გააუპატიურა.
მერე დაელოდა და ბავშვს რომ არ ეთქვა, სულ აშინებდნენ მშობლების მოკვლით, ემუქრებოდნენ…. და ასეთი განადგურებული ბავშვი სკოლის აქტიური მოსწავლე იყო. როგორ ახერხებდა და როგორ იტევდა ამ ყველაფერს ჭკუაზე არ ვართ, მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ“, – ამბობს დაზარალებული გოგონას ოჯახის ახლობელი.