გოგი წულაია დღეს დილით, გულის შეტევით კლინიკა ,,ელ ჯი”-ში გადაიყვანეს.
ოჯახის ინფორმაციით, მას შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები უტარდება.
გოგი წულაია აქტიური პოლიტიკოსია. იგი ხშირად მიმართავს პროტესტის სხვადასხვა ფორმას. მისი პერფომანსები ხშირად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია.
მას გულის შეტევა ადრეც აქვს გადატანილი და წულაია თავად იცის თქმა: ,,უგულო უნდა იყო, გული რომ არ გეტკინოსო.”
megatv.ge გამოჯანმრთელებას უსურვებს ყველაზე აქტიურ და დაუზარელ პოლიტიკოსსა და რესპონდენტს.