თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
2021 წლის 24 დეკემბერს გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.’