LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გლობალური ომის პარტია მიზნების მისაღწევად EU-ს და ამერიკის სტრუქტურებს იყენებს-“ხალხის ძალა”

გლობალური ომის პარტია მიზნების მისაღწევად EU-ს და ამერიკის სტრუქტურებს იყენებს-“ხალხის ძალა”

დაპოსტა 2023/03/20-ში
A A
117
ნახვა
გაზიარება

“ხალხის ძალა” მორიგ  განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას “ახსენებს” “მშრალ ფაქტებს გლობალური ომის პარტიის შესახებ”. მათი მტკიცებით, “ომის პარტია” საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს.

განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ჩვენ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა “ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული?”

განცხადებაში მაგალითად მოყვანილია:

  • – აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს;
  • – ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას – როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მიცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ;
  • – პირდაპირ აფინანსებს ლიბერალურ ფაშიზმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს;
  • – ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნაციონალ ნინო ლომჯარიას ბრეჟნევივით კიდებს ორდენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
  • – იმის შიშით, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პოლარიზაციისა და ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსება შეიძლება გააშიშვლოს, აგენტურის მეშვეობით აორგანიზებს პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ;
  • – ევროპაში ინახავს ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენებისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე გამდიდრებულ კრიმინალ კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში პოლარიზაციას შავი ფულით აფინანსებინებს;
  • – განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს ნაცმოძრაობის და სხვა მაპოლარიზებელი პარტიების მიმართ. თითქმის ყველა ამერიკული და ევროპული სტრუქტურის კარი ღიაა ბოლშევიკური ტროიკისთვის – ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის, რომელიც ყველაზე აგრესიული და მაპოლარიზებელი რიტორიკით გამოირჩევა;
  • – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენჯეოების მეშვეობით, მათ შორის პარალელურის ხმის დათვლის გაყალბებით, გაყალბებულად აცხადებს გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებს და არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმაციას;
  • – ხელისუფლებას თავს ახვევს 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ნაცმოძრაობისთვის ძალაუფლების დაბრუნების კიდევ ერთი შანსის მიცემაა;
  • – დემონსტრაციულად არ ემიჯნება მაპოლარიზებელი პოლიტიკოსებისა და ენჯეოების რიტორიკას, რომელიც სანქციების დაწესებისკენ, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისა და მეორე ფრონტისკენ არის მიმართული;
  • – უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები;
  • – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი;
  • – ევროპარლამენტს 400-500 ხმით ამტკიცებინებს რეზოლუციებს, რომლებითაც ითხოვს ორი მთავარი მაპოლარიზებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას;
  • – იმავე რეზოლუციებით ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომლის ფაქტორი საქართველოში პოლარიზაციის წარმატების პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს;
  • – პოლარიზაციის გასაღვივებლად, ყველანაირად ცდილობს მმართველობის სისტემის სტიგმატიზაციას ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, „სახელმწიფოს მიტაცება“, „ოლიგარქიზაცია“, „კლანი“ და ა.შ.

ეს არის გლობალური ომის პარტიის პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ის ამერიკული და ევროპული ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.

რა მიზანს ემსახურება პოლარიზაციის და სახელმწიფოს დასუსტების გამუდმებული მცდელობები, ამაზე დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდია.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული?

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"