“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის” – წერს კობახიძე და ტრამპზე თავდასხმას “გლობალურ ომის პარტიაზე” “ოცნების” რუსული პროპაგანდის მტკიცებულებად თვლის. პრემიერი, ტრადიციული პროპაგანდით ამტკიცებს, რომ XXI საუკუნეში “სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს” და სოლიდარობას უცხადებს ტრამპს
კობახიძემ აღნიშნული პროპაგანდისტული ტექსტი Facebook-ზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. X-ზე გავრცელებულ ინგლისურენოვან განცხადებაში კი “გლობალურ ომის პარტიას” არ ახსენებს – მთავრობის მეთაური X-ზე წერს რომ “ღრმად შოკირებულია ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით” და მას “სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას” უსურვებს
ცნობისთვის, კობახიძემდე მდინარაძე აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას იდენტური რუსული პროპაგანდით გამოეხმაურა და მის უკან “გლობალური ომის პარტია” დაინახა.