2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში წერია, რომელიც გლობალურ მშვიდობის ინდექსს ყოველწლიურად ადგენს. ინდექსის რეიტინგი ინსტიტუტის ვებგვერდზე ვრცელდება.
GPI-ი 163 ქვეყანას მოიცავს, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7% ცხოვრობს. მკვლევარები ქვეყნებში შეიარაღებული კონფლიქტების დონეს, მილიტარიზაციის ხარისხს, დანაშაულის მაჩვენებლებსა და საერთო პოლიტიკურ სიტუაციას აანალიზებენ. მშვიდობის ინდექსით ქვეყნები რეიტინგში „უმაღლესი,“ „მაღალი,“ „საშუალო,“ „დაბალი“ და „უმდაბლესი“ კატეგორიებით იყოფა.
ახალ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა და ქვეყანა 2024 წლის მე-100 ადგილიდან 2025 წელს 109-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 2024 წლის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა კვლავ განაგრძეთ კითხვა










