“გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პირველკლასელებს სწავლის დაწყება ამგვარად მიულოცა :
“ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო
თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:
– დაგამცირებენ
– მოგექცევიან როგორც მონებს
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
– გასწავლიან ფარისევლობას
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ
ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა. ”