,,გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელოვანი კომპონენტი სოფელ გორდში ოკაცეს კანიონის ტურისტული სეზონის გახსნის ცერემონიალი იყო.
გაიმართა მცირე კონცერტი: ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებს ცეკვასა და სიმღარაში მეზობელი მუნიციპალიტეტის სამტრედიის ქორეოგრაფიული ანსამბლი ენაცვლებოდა.
იქვე, წარმოდგენილი იყო იმერული სამზარეული, სოფლების გორდისა და კინჩხას ადგილობრივი ნატურალური ნაწარმი, ყველი, სულგუნი, პანტას არაყი, ლობიო, წყლის წისქვილზე დაფქვილი სიმინდის ფქვილის მჭადები, ღომი და ა.შ.
ღონისძიებას ბევრი უცხოელი ტურისტი დაესწრო.-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.










