თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა. მოსამართლემ ორივე მათგანს 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატ გურამ იმნაძის ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს მანქანის ზიანის თანხა ბრალდებულებმა გუშინ გადაიხადეს – “ზიანის თანხა, რაც იყო უკვე განსაზღვრული, გუშინ გადაიხადეს. ჩვენ აქამდეც მზად ვიყავით გადასახდელად, უბრალოდ ველოდებოდით ტექნიკური დასკვნის მომზადებას და ამიტომ გაგრძელდა ეს პროცესი” – ამბობს ადვოკატი.
ბრალდების მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.










